logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებისა და აგრარული პროდუქციის მწარმოებლების შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებისა და აგრარული პროდუქციის მწარმოებლების შეხვედრა გაიმართა
15:54 13.03.2017
საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სასტუმროში „ჰუალინგი“ შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებმა და აგრარული პროდუქციის მწარმოებლებმა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებმა მიიღეს.
შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.
მინისტრმა საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ინიციატივით გამართული B2B (business-to-business) ფორმატის დღევანდელი შეხვედრა სასტუმროების წარმომადგენლებსა და მეწარმეებს საშუალებას აძლევს გაცვალონ ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელონ, რაც საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის სასტუმროებისთვის მიწოდებას გულისხმობს.
შეხვედრის პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც სახელმწიფოს ხელშეწყობით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შექმნილი საწარმოების, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული ქართული აგროსასურსათო პროდუქცია - თაფლი და თაფლის პროდუქტები, ჩაი, ჩირი, რძის პროდუქტები, თევზი, ღვინო, ჩურჩხელა, მურაბები, თხილი და სხვა - იყო წარმოდგენილი.
„ქართულია და კარგია“ ხელისუფლების გზავნილია ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და ქართული წარმოების მხარდაჭერას და, შედეგად, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.
დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.
გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობისა, 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო.
სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებსა და აგრარული პროდუქციის მწარმოებლებთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩხეიძე და გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერია ესპანური კომპანია EVOLUXER, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს გაძლიერების“ პროექტს ახორცილებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა