საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ჩქაროსნული გზის მშენებლობას აგრძელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დღეს ჩქაროსნული გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებზე კი 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.
„ახალი გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდებაა ვტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. პროექტი ასევე რეგიონის განვითარების კუთხითაც მნიშვნელოვანია. მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობაც მიეცემა“-აცხადებენ სამინისტროში.

















