logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიდუბის რაიონის გამგეობა „რუსთავი 2-ს“ სიცრუეში ადანაშაულებს
დიდუბის რაიონის გამგეობა „რუსთავი 2-ს“ სიცრუეში ადანაშაულებს
14:23 13.03.2017
დიდუბის რაიონის გამგეობა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ მორიგ სიცრუეში ადანაშაულებს და უარყოფს ტელეკომპანიის ეთერში გასული ინფორმაციის სინამდვილეს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს საქართველოს დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების საგანგაშო სტატისტიკის შესახებ, სადაც ჟურნალისტისა და სიუჟეტის მთავარი გმირის მიერ გაჟღერდა არასწორი ინფორმაცია დიდუბის რაიონში, კონკრეტულად, წერეთლის გამზირის N71-სა და N73-ს შორის არსებული სკვერის დემონტაჟის შესახებ.

განვმარტავთ, რომ ადგილზე, სადაც სიუჟეტის გმირი ინტერვიუს იძლევა და სინანულს გამოთქვამს სკვერის განადგურების თაობაზე, რეალურად სკვერი არასდროს ყოფილა და იქ მხოლოდ 3 სკამი იყო განთავსებული. ასევე, დაზიანებული იყო მწვანე ნარგავები და ბორდიურები. სკვერის მოწყობა კი აღნიშნულ მისამართზე სწორედ ახლა მიმდინარეობს და პროექტს დიდუბის რაიონის გამგეობა ახორციელებს.

ტერიტორიაზე დაიდგმება ახალი სკამები, დეკორატიული ურნები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, შენარჩუნდება არსებული და დაირგვება ახალი სხვადასხვა სახის ნარგავი.

ჩვენთვის გასაგებია სიუჟეტის ავტორის სურვილი ვიზუალური და შინაარსობრივი მასალის თანხვედრით შექმნას საინტერესო და სკანდალური მასალა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არ უნდა მოხდეს ტყუილის ხარჯზე, რასაც ამ შემთხვევაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი.

მეტი სიზუსტისათვის ვავრცელებთ ფოტომასალას, რომელიც წერეთლის გამზირის N71-სა და 73-ს შორის სკვერის მშენებლობის დაწყებამდეა გადაღებული და რომლითაც დასტურდება, რომ სიუჟეტის ავტორმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

მოვუწოდებთ სატელევიზიო მედიას, თბილისში არსებულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებისას, მიიღონ სანდო და დაზუსტებული მონაცემები კონკრეტული რაიონის გამგეობის ან თბილისის მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისაგან, რადგან მიგვაჩნია, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებს აქვთ უფლება იცოდნენ სიმართლე“-აცხადებენ გამგეობაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა