logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადაეცა
თბილისში 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადაეცა
13:24 12.03.2017
200-მა დევნილმა ოჯახმა „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“, ახალაშენებულ კორპუსებში, საცხოვრებელი ბინები მიიღო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა და ვარკეთილის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მოსიძემ დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცეს და ბინების გასაღებები გადასცეს.
დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, 2013 წლიდან დღემდე, თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.
„მხოლოდ „თბილისის ზღვის ახალ დასახლებაში“ ბინა 630-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის 200 ოჯახს გასაღებები დღეს გადავეცით და მათ დღესვე შეუძლიათ ახალ ბინებში გადმოსვლა. ბოლო 4 წლის განმავლობაში, მთლიანობაში, თბილისის მასშტაბით, ახალი ბინა 1800-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. მხოლოდ თბილისში 29 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. ეს პროცესი გრძელდება და ძალიან მალე ყველა გაჭირვებულ ოჯახს თავშესაფარი ექნება. ბინების განაწილების კრიტერიუმები, არის შემდეგი, ვხურავთ ნგრევად ობიექტებსა და იმ ობიექტებს, რომლებზეც ადმინისტრაციული დაპირებები არსებობს და პირველ რიგში, ვაკმაყოფილებთ ყველაზე მაღალი ქულების მქონე დევნილ ოჯახებს. ვცდილობთ ბინები სამივე მიმართულებით თანაბრად გავანაწილოთ. ბინები არის გარემონტებული, შეყვანილია გაზი, დენი, გაკეთებულია გამრიცხველიანება და დასრულებულია რემონტი. რაც მთავარია, კეთილმოწყობილია გარემო. ამ დასახლებაში მალე იქნება ძალიან ბევრი დასაქმების საშუალება, რადგან შენდება ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი და უამრავი სხვა ობიექტი, რაც ადამიანებს შანსს აძლევს, რომ სამუშაო ამავე ტერიტორიაზე იშოვონ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 100 - ერთოთახიანია, 52 - ოროთახიანი, 48 კი სამოთახიანი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა