logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  ზურაბ პატრაძემ ქობულეთის ნაპირსამაგრი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
ზურაბ პატრაძემ ქობულეთის ნაპირსამაგრი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
18:29 03.03.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ქობულეთის ნაპირსამაგრი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ქობულეთში ერთდოულად სკვერების მოწყობის და ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ზურაბ პატარაძეს ქობულეთის გამგებელმა მიაწოდა.

,,ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ქობულეთში. ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტრურული პროექტების განხორციელება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ გვესმოდა მოსახლეობის უკმაყოფილება გზებთან მიმართებაში. თქვენ იცით, რომ საკმაოდ მკაცრი ზამთარი გვქონდა, ცუდი კლიმატური პირობები იყო. როგორც კი ამინდმა მოგვცა საშუალება ინტენსიურად დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთელ პერიმეტრზე ასფალტის საფარის დაგება. უახლოეს პერიოდში ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით დაზიანებული გზა სრულად იქნება აღდგენილი. ჯამში ამ პროექტის ფარგლებში 500 ათას ლარზე მეტი თანხა დაიხარჯება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას და გალამაზებას და ქობულეთის ცნობადობის ამაღლებას"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში წელს ქობულეთში ოთხი ახალი სკვერი მოეწყობა. ახალი სკვერები 9 აპრილის, ლესელიძის ქუჩებზე და აღმაშენებლის გამზირზე (2 სკვერი) განთავსდება. სკვერებში მოეწყობა მწვანე ზოლი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ბილიკები, სადაც განათების სისტემა და დეკორატიული სკამები დამონტაჟდება. ღონისძიების განსახორციელებლად გამგეობა 508 000 ლარს დახარჯავს. სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება ივლისის თვეში იგეგმება.

რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით ერთობლივად რამდენიმე ინფრასტრუქტურული ღონისძიება მიმდინარეობს. ქუჩის სავალი ნაწილისა და ტროტუარების კეთილმოწყობის პარალელურად დაწყებულია ჩიხების რეაბილიტაციაც. პროექტის ფარგლებში ქუჩის ტროტუარები (ვერულიძის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის პირველი შესახვევის გადაკვეთამდე მონაკვეთი) დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ასევე მოეწყობა ბორდიულები და გაკეთდება შეჭრები სანაგვე ყუთების განსათავსებლად და ავტობუსების გაჩერებისთვის. სამუშაოების დასრულება ივლისის თვეში იგეგმება. პროექტის განსახორციელებლად 176 300 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ქუჩის სავალ ნაწილზე დეკორატიული ფილები დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი დამონტაჟდება. ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 276 600 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს. ინფრასტრუქტრული პროექტი ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა