ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა
გვარამიასთან რაიმეზე საუბარი და მოლაპარაკება შეუძლებელია.
ამის შესახებ ხალვაშმა ნიკა გვარამიას შემოთავაზების საპასუხოდ განაცხადა.
„მე გვარამიას ისეთ პიროვნებად არ განვიხილავ, რომლის შეთავაზებას რამე აზრი გააჩნია და მასთან რაიმზე საუბარი შეიძლება. სააკაშვილებთან და გვარამიებთან ურთიერთობების გამოცდილება მაქვს და შეუძლებელია მათ მოველაპარაკო. მათთან მოლაპარაკება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, დღეს საქართველო ამდღეში არ იქნებოდა და წასართმევი, წასაგლეჯი და უკანდასაბრუნებელი არ გახდებოდა, რადგან შეიძლებოდა სამართლიანობისთვის მხარეები დამსხდარიყვნენ და მოლაპარაკებულიყვნენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გამოცდილი მაქვს, ბოლოს მაინც იმით დამთავრდება, რამოგატყუა,იმით რომ ისიამოვნოს“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს თანხის სანაცვლოდ, რომელსაც ის სასამართლოს გზით ითხოვდა, „რუსთავი 2“-ის კოლექტივისთვის ტელევიზიის გადაცემა შესთავაზა.
გუშინ, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“-ის 60%-ის ოფიციალური მფლობელი გახდა.

















