logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრმა გენდერული თანასწორობის საკითხზე კონფერენცია გახსნა
თავდაცვის მინისტრმა გენდერული თანასწორობის საკითხზე კონფერენცია გახსნა
13:42 02.03.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „გენდერული თანასწორობის გაძლიერების, ასევე ქალებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს (UNSC) რეზოლუციების განხორციელების“ შესახებ კონფერენცია გახსნა.
კონფერენციაზე უსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული მიღწევების კიდევ უფრო გაუმჯობესებების შესახებ ისაუბრეს.
„ამ მიმართულებით პროცესები 2014 წლიდან წარმატებულად მიმდინარეობს. გვყავს კვალიფიციური წარმომადგენლები, დიდ დროს ვუთმობთ გენდერული თანასწორობის საკითხს, ვაფართოებთ ამ არეალს. გვინდა, რომ საერთაშორისო მისიების ფარგლებშიც გვყავდეს წარმომადგენლები, დავგეგმეთ ურთიერთობების გაღრმავებისა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მინდა კმაყოფილება გამოვთქვა საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობის გამო“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში სტუმრადმყოფმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში მარიეტ შურმანმა მიიღო.
„შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და, განსაკუთრებით, თავდაცვის სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობენ გენდერული თანასწორობის საკითხებს, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არა მარტო ქალების მხარადსაჭერად, არამედ ხელს უწყობს სწრაფ გავითრებას, ეფექტური ცვლილებების განხორციელებასა და ინსტიტუტების მოდერნიზაციას. ძალიან კარგია მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიების გამართვა, სადაც მონაწილეობენ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან განსახვავებული შეხედულებებით და სადაც განიხილავენ საქართველოს გამოცდილებას ამ მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან არა მარტო თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინიტროს, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. საქართველო ლიდერია ამ კუთხით რეგიონში. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა მარიეტ შურმანმა
კონფერენციაზე ყურადღება გენდერულ საკითხებში ნატოს პოლიტიკაზე, ასევე, გენდერული თანასწორობის განმტკიცებისა და ქალებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს (UNSC) რეზოლუციების განხორციელების საკითხებზე გამახვილდა. საუბარი აღნიშნული რეზოლუციების იმპლემენტაციის თვალსაზრისით თავდაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხო.
ღონისძიების დაწყებამდე თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლს პირისპირ შეხვდა.
ლევან იზორიამ და მარიეტ შურმანმა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ქალთა მონაწილეობის გაეროს უშიშროების საბჭოს #1325 და შემდგომი რეზოლუციების განხორციელების შესახებ ისაუბრეს.
კონფერენცია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიიღეს. კონფერენციას პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სხილაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა