ბათუმში, ახალ ბულვარში სანაპიროს დაცვის სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვაა. ბათუმის სანაპირო ძლიერ ეროზიას განიცდის დაახლოებით 2,5 კმ სირგძეზე. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ითვალისწინებს ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ბულვარის აღდგენილ სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი მოეწყობა , რომლის სიგრძე 20 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი.
„როგორც ხედავთ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. სანაპიროს დაცვა არის პრიორიტეტებიდან ერთერთი სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომელიცრეგიონის მომავალ განვითარებაზე ახდენს გავლენას. ძალიან მნიშვნელოვანია ნაპირდაცვის პროექტი, რომლესაც არაერთხელ ვაანონსებდით. დღეს ბათუმში სხვადასხვა კომპანიების უწყების წარმოამდგენელია ჩამოსული. დღეს დაიწყო ეს მშენებლობა. პირველ ეტაპზე 2 კმ ზოლზე მოეწყობა და გაკეთდება შესაბამისი ნაგებობები. 12 საფეხმავლო 20 მეტრიანი ხიდი აშენდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია არ დაზიანდება პლაჟი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რეგიონის ცნობიერების ამაღლებისათვის. იმისათვის, რომ აჭარაში რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს. ამისათვის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ გვჭირდება კეთილმოწყობილი პლაჟი. რაც მთავარია ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია იქნება უსაფრთხო“- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ხელს შეუწყობს . ბათუმის მოსახლეობას და ტურისტებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება ტურიზმის განვითარებასა და, ზოგადად, საინვესტიციო გარემოზე დადებით ზეგავლენას მოახდენს.
პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება. სამშენებლო სამაუშაოებზე ამ ეტაპზე 50 ადამიანია დასაქმებული. მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 30 მლ ლარით ფინანსდება.

















