logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში სუმგაითის, ბაქოსა და კიროვაბადის დარბევის მსხვერპლთა ხსოვნის ღონისძიება გაიმართა
თბილისში სუმგაითის, ბაქოსა და კიროვაბადის დარბევის მსხვერპლთა ხსოვნის ღონისძიება გაიმართა
13:06 01.03.2017
თბილისის სასტუმრო „რედისონ-ბლუს“ დარბაზში გაიმართა სუმგაითის, ბაქოსა და კიროვაბადის სომეხთა დარბევის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო.
ხსოვნის ღონისძიება ორგანიზებული იყო თბილისში მოქმედი სომხური ორგანიზაციების მიერ. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც თბილისის სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები, სათემო მოღვაწეები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, ასევე ქართველი საზოგადო მოღვაწეები და ინტელიგენციის წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატებმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურებმა და თანამშრომლებმა.
ღონისძიება დაიწყო პანაშვიდის ლოცვით. რომელიც აღავლინეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და მღვდელმსახურებმა.
დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სუმგაითის, ბაქოსა და კიროვაბადის სომეხთა დარბევის მსხვერპლთა ხსოვნას. შემდეგ ხსოვნის საღამოს წამყვანებმა - ლიზა თოროსიანმა და მიქაელ ავაგიანმა, სომხურ და ქართულ ენებზე წარმოადგინეს საქართველოს სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ქვეყნის ხელმძღვანელობისადმი მიმართული წერილი - საქართველოს მრავალეროვნული მოსახლეობის მშვიდობიანი თანაცხოვრების წინააღმდეგ მიზანმიმართული ნაბიჯების პრევენციის განცხადებით.
სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მრჩეველი არტურ სარგსიანი, არასამთავრობო ორგანიზაციის, "საქართველოს სომეხთა სათვისტომოს", თავმჯდომარე სამველ მკრტჩიანი, ქართველ სომეხთა კავშირის კოორდინატორი მარი არაქელოვა, საქართველოს მშვიდობის ფონდის თავმჯდომარე გიორგი თუმასიანი. გამომსვლელებმა სხვადასხვა ენებზე წარმოადგინეს საშინელი მოვლენები, საერთაშორისო პოლიტოლოგებისა და მედიასაშუალებების რეაქცია სომეხების დარბევების საპასუხოდ.
ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავდა სუმგაითის, ბაქოსა და კიროვაბადის მოვლენებს.
გამომსვლელებმა დაგმეს სუმგაითის, ბაქოსა და კიროვაბადის 1988-1991 წლების ხოცვა და დარბევა.
ღონისძიების კულტურულ ნაწილში გაჟღერდა სომხური დუდუკი ივანე მკრტჩიანის შესრულებით, ასევე შესრულდა კლასიკური ნაწარმოებები, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სიმებიანი ინსტრუმენტების კათედრის გამგის, პროფესორ ერნსტ არაქელოვის ვიოლინოს კლასის სტუდენტების, ჰენრიხ ეროიანის, ნათია ჭიაშვილის, ტატა ქორქაძისა და ტატა გვაზავას მიერ. ფორტეპიანოზე აკომპონემენტი - ირინა პლატონოვასი. ხსოვნის ღონისძიება დაასრულა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის გუნდმა „მაკა ეკმალიან“, ქორმაისტერი - სვეტლანა ტატოევა, ორგანისტი - კარენ მირზოიანი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა