ჟურნალისტის, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით,
აქცია, რომელიც დღეს უზენაეს სასამარლოსთან გაიმართება, მოსამართლეებისთვის იმის შეხსენებას ემსახურება, თუ ისინი ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ.
უდუმაშვილი სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„რაიმე პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე რთულია, გამომდინარე იქიდან, თუ რა ეტაპები გაიარა „რუსთავი 2“-მა ამ ორი წლის განმავლობაში. შევხედოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მე უბრალოდ იმედს ვიტოვებ, რომ დიდ პალატაში მინიმუმ 5 მოსამართლე მაინც აღმოჩნდება ისეთი, ვინც ამ ქვეყნის მომავალზე უარს არ იტყვის და ხელს არ მოაწერს უკანონო გადაწყეტლებას.
რაც შეეხება აქციას, მისი მიზანია უშუალოდ უზენაეს სასამართლოდან შევახსენოთ მოსამართლეებს, თუ რა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ ისინი ზოგადად ქვეყნისთვის. ჩვენ ვგეგმავთ ამ აქციას, ჩვენ მოვუწოდებთ როგორც საზოგადოებას, ასევე პოლიტიკურ სპექტრს, მთლიანად მოსახლეობას, რომ კიდვ ერთხელ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით იმისთვის, რათა საბოლოდ დავიცვათ ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
აქცია 12:30 საათზე უზენაეს სასამართლოსთან გაიმართება.

















