კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ხვალ
გლდანის, სამგორის და ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება
დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა გლდანის რაიონში 12 საათიდან 13 საათამდე შეშელიძის, ხევძმარის, ხიზანბარელის და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
სამგორის რაიონში კი 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ქინძმარაულის შესახვევის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
ისნის რაიონში 15 საათიდან 16 საათამდე აგრეთვე ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ მესხიშვილის, არმაზის და გონაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები.

















