საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ
რეგიონებში მშენებარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით ხაშურში სპორტ-კომპლექსის მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მთლიანი ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია.
სპორტ-კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
ობიექტის გახსნის შემდეგ ადგილობრივ ახალგაზრდობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიში შეეძლება. მშენებლობაზე ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული.

















