კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, გლდანის მასივში, წყალმომარაგების
გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, ტექნიკურ სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, საღამოს 20:00 საათიდან, ხვალ დილის 10:00 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება, კერძოდ:
გლდანის მასივის მე-3, მე-3ა, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს; სოფელ გლდანს და გიორგი წმინდას; ბერთუბნის დასახლებას; გლდანის საპატიმროს; ბეტონის ქარხანა -,,ჰაიდერბერგცემენტს“.

















