კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო
ელექტრომომარაგება დღეს სამგორის, საბურთალოს და ვაკის რაიონის ნაწილს დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა სამგორის რაიონში 10 საათიდან 15 საათამდე ქინძმარაულის ქუჩის, წმინდა ბარბარეს დასახლებისა და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
ვაკის რაიონში კი 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
10-დან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აგრეთვე ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის და ემხვარის ქუჩის მაცხოვრებლები.

















