გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე, მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის გადაადგილებისას მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

















