საერთაშორისო ორგანიზაცია „ევრიჩაილდი“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები „ბავშვი და გარემო“ და „მიმღებ მშობელთა ორგანიზაცია“ დღეს მცირე საოჯახო
ტიპის სახლებისა და დღის ცენტრების საჭიროებათა კვლევის შედეგებს წარადგენენ.
აღნიშნული კვლევა „ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ჩართულობის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. ეს პირველი შეფასებაა, რომელმაც დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ფარგლებში მოქმედ ბავშვზე ზრუნვის სამივე სახის ალტერნატიული მომსახურება მოიცვა.
კვლევის შედეგების საფუძველზე პროექტის 11-მა პარტნიორმა ორგანიზაციამ ერთობლივად შეიმუშავა რიგი რეკომენდაციები, რომლებიც სისტემურ/სტრუქტურულ, ადმინისტრაციულ, ჯანდაცვის, განათლების, დაფინანსებისა და შესაძლებლობების განვითარების სფეროებს ეხება.

















