საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გერმანიიდან დაბრუნების
შემდეგ წირვა პირველად აღავლინა.
უწმინდესმა შენდობის წესი აღავლიდა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
„სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომელთათვის ვზრუნავთ. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს ჩვენ მოთმინებას. სიცოცხლის დროს ადამიანი ირჩევს მარჯვნივ დადგება თუ მარცხნივ. თუ ბოროტია ადამიანი ის ირჩევს მარცხენა მხარეს. თუ კეთილია - მარჯვენას. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ბოროტებისგან. ჩვენ შევთხოვთ უფალს შეგვინდოს ჩვენი ცოდვები ნებსით ჩადენილი თუ უნებლიე“- ბრძანა პატრიარქმა.

















