კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, შეფერხებული წყალმომარაგება
შესაბამისი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
ამ დროისთვის წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს ზაჰესის დასახლებაში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის და მიმდებარე ქუჩებს;
სოფელ ზურგოვანს; ამერიკის საელჩოს დასახლებას; დიდ დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებას; საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას; ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას; დიღმის მას-ის I კვ-ის N10, N11 და N12 კორპუსებს; სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლებას; ზემო ვეძისის დასახლებას; თამარაშვილის, გოთუას და მიმდებარე ქუჩებს.

















