კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო
საბურთალოს რაიონის ნაწილს ხვალ, 25 თებერვალს ელექტრომომარაგება
დროებით შეუწყდება.
კერძოდ, 02 საათიდან 05 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და ჯორჯ ბალანჩივაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

















