ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, „c-ჰეპატიოტის“ მართვის ახალი სერვისი გაიხსნა,
რომელიც მხოლოდ ნარკოდამოკიდებულებს მოემსახურება. სერვისი გახსნა ქვეყანაში „c-ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვის მატებამ გამოიწვია. სერვისი გამიზნულია დაავადების ელიმინაციისთვის.
„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, „გლობალ ფონდის“ კოორდინატორმა ხათუნა თოდაძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ სერვისის გახსნა დაავადების შემცირებასა და აღმოფხვრას გულისხმობს.
„დღეს მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაშია არ მოქმედებს ელიმინაციის პროგრამა, ამის მიზეზი ისაა, რომ აქ აღნიშნული დაავადების გავრცელებაში რისკი არის მაღალი, ასევე, ვართ მცირერიცხოვანი პროგრამა და ასევე ფართოდ და ეფექტურად მუშაობდა სკრინინგის სიტემა, ამ სერვისის გახსნაც სწორედ დაავადების შემცირებას და სრულად აღმოფხვრას გულისხმობს“, – აღნიშნა ხათუნა თოდაძემ.
2015 წლის გაზაფხულიდან სამკურნალო პროგრამაში 30 000-მდე ადამიანი ჩაერთო. მათგან ნაწილი დღესაც აგრძელებს მკურნალობას. პაციენტთა 80%-ში კი, როგორც ხათუნა თოდაძემ განაცხადა, დაავადება თითქმის დამარცხებულია.
ცენტრის გახსნა განაპირობა გავრცელების იმ მაღალმა რისკმა, რომელიც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებში არსებობს .
„ნარკოდამოკიდებულის მიმართ არ გვაქვს ის მიმართება, რომ მან სრულიად დაანებოს თავი ნარკოტიკულ ნივთიერებას, ჩვენთვის მთავარია, რომ მისი ქცევა იყოს ისეთი, რომ მან საკუთარი ჯანმრთელობა დაიცვას და არ მიაყენოს ზიანი სხვას, იგივე შპრიცების მოხმარების წესით. მთლიანად, ამ წუთას საქართველოში 2500 ადამიანი იღებს ჩანაცვლებით თერაპიას.“ - განაცხადა „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ.
ხათუნა თოდაძის თქმით, ნარკოტიკის მოხმარების რეგულირება სწორედ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ემსახურება. სერვისის მიზანია, რომ აღნიშნული ადამიანების მოტივირება მოხდეს მკურნალობის მიმართ. მისივე განაცხადებით, სხვა ქვეყნებში აღნიშნული მეთოდით მკურნალობა100 000 ევრომდე ჯდება.

















