კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით დღეს
თბილისის ზოგიერთ უანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება, კერძოდ:
ვაკის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოჟიოს და ანდრია აფაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივი ზემო პლატო II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

















