ადიგნის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა ადიგნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მინდია ჯელიას თანამდებობიდან გათავისუფლება გააპროტესტა.
გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ მოსახლეობას შეხვედრაზე უარი უთხრა.
როგორც ჯელია აცხადებს, ის თანამდებობიდან უმიზეზოდ გაათავისუფლეს.
„იყო გარკვეული საკითხები, რომლზეც ჩვენი აზრები არ ემთხვევოდა და კამათიც გვქონდა, მაგრამ ჩვენ იმხელა დაპირისპირება არ გვქონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო. წინა დღით ამ საქციელით ზაქარია ენდელაძემ პოლიტიკუად დაიმარხა თავი. ადიგენისათვის ვსულდგმულობ, მოსახლეობის გვერდში ვარ, ბევრი რამე გმიკეთებია მათთვის და ვპირდები, რომ კიდევ ბერ რამეს გავაკეთებ“ - განაცხადა მინდია ჯელიამ.
მინდია ჯელია თანამდებობიდან 20 თებერვალს გაათავისუფლეს.

















