საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 თებერვლის 12:00 საათიდან 6 მარტის ჩათვლით, კახეთის გზატკეცილზე,
აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით (ორხევის ხიდებიდან “ისთ ფოინთამდე”) საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.
ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლის მეშვეობით.

















