კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის
ზოგიერთი რაიონის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება, კერძოდ:
გლდანის რაიონი
ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
ჭიათურის, სიმონ ჩიქოვანის და ახალშენის ქუჩების მაცხოვრებლებს კი ელექტრომომარაგება 12 საათიდან 14 საათამდე შეუწყდება.

















