საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში,
ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
აბაშიძის თქმით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთისა და საქართველოს პოზიციები, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წელს, რადიკალურად განსხვავებულია.
„რაც შეეხება 2008 წლის თემას, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს პოზიციებში არის რადიკალური სხვაობა. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო ომი. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ ეს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა ისიც ცნობილია, რომ არც ჩვენმა ხელისუფლებამ არ დააკლო თავის პოლიტიკით არაფერი, იმისათვის, რომ მომხდარიყო ეს კატასტროფა, - ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა უახლეს ისტორიაში. ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წლის შემდეგ, რომ დასათმობი არაფერი დარჩა“- განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვმა საქართველო ტერორისტების მომზადებაში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, საქართველო ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი რგოლია, ამიტომ ის რუსეთთან უვიზო მიმოსვლას არ უნდა ელოდოს.

















