საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა.
თვითმფრინავი, რომლითაც პატრიარქი საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად ჩამობრძანდა, აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
უწმინდესს აეროპორტში მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ.
როგორც ცნობილია პატრიარქი ჯერ სამების საკათედრო ტაძარში, ხოლო მოგვიანებით საპატრიარქოში მიბრძანდება.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქი ბერლინში 2 თებერვალს გაემგზავრა. 13 თებერვალს კი ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

















