საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები წელს პირველად გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში
ჩააბარებენ და დამატებით 75 ლარს მიიღებენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები ყველა საგანში, მათ შორის საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტულ ნაწილშიც მიმდინარეობს. დღეს ქიმიის პედაგოგთა ტრენინგს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
წელს გამოცდებზე დარეგისტრირების შესაძლებლობა ყველა საგნის პედაგოგს აქვს. სერტიფიცირებული მასწავლებლები ხელფასზე დანამატის სახით 75 ლარს მიიღებენ. დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში კი ხელფასი 200 ლარით გაეზრდებათ. ხოლო ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში მოხვდებიან - ხელფასი 1000 ლარი ექნებათ.

















