საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერლინის ბუხის
კლინიკიდან უკვე გამოწერეს.
პატრიარქი ექიმებმა გამოაცილეს. საავადმყოფოს დატოვებამდე უწმინდესმა კლინიკასთან შეკრებილი მრევლი დალოცა.
როგორც პატრიარქის ექიმმა განაცხადა, უწმინდესი თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მგზავრობისთვის შესაფერისია.
პატრიარქი საქართველოში დღეს 17:30 საათზე ჩამობრძანდება.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესი გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა. ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია კი 13 თებერვალს ჩაუტარდა.

















