კრწანისში, ყავლაშვილის შესახვევის 3 ნომერში ეზოს კედელი ჩამოინგრა.
მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
შემთხვევის გამო ორ ოჯახს საცხოვრებლის დროებით დატოვება მოუწია.
როგორც კრწანისის გამგებლი აცხადებს, ეზოს კედელს მუნიციპალიტეტი აღადგენს.
მისივე ინფორმაციით, დაზიანებული საკანალიზაციო მილის გამო კედელს საძირკველი დაუზიანდა, რასაც ნგრევა მოჰყვა.

















