სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე
ბერლინიდან თბილისში ხვალ, 18:00 საათზე დაბრუნდება.
ილია მეორეს „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში“ ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარდა.
პატრიარქი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

















