კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ქსელში
გადართვების განხორციელების გამო ხვალ 03 საათიდან 04 საათამდე ინტერვალში 5-10 წუთის შუალედით თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება, კერძოდ, ვაკის, მთაწმინდის (ნაწილობრივ), საბურთალოს (ნაწილობრივ) რაიონების და ნუცუბიძის პლატოს მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

















