დიდთოვლობის გამო ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბი შეიქმნა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ცენტრალური გზების დიდი ნაწილი უკვე გაწმენდილია.
გასაწმენდია ჯვარი მესტიის გზის მხოლოდ ის მონაკვეთი, სადაც ჩამოწოლილი ზვავი ტექნიკის გადაადგილებას აფერხებს. შესაბამისად, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება . გუბერნატორის განცხადებით, მოსახლეობისთვის დენის მიწოდება უმოკლეს ვადებში აღდგება.

















