საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დღეს
ბერლინში, კლინიკაში მოინახულებს.
პრემიერი გერმანიაში რამდენიმე საათში ჩაფრინდება.
პატრიარქს ოპერაცია ოთხი დღის წინ ჩაუტარდა.
ექიმების განცხადებით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და მისი პოსტოპერაციული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

















