ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის დამფუძნებელმა გიორგი ზურაბიშვილმა თავი მოიკლა.
როგორც „ნიუსპრესს“ „დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ წევრმა ია ღონღაძემ
განუცხადა, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, ზურაბიშვილი სამშენებლო კომპანია „დექსუსის“ მშენებლობით დაზარალებული იყო.
მისი თქმით, ოჯახის წევრები მიზეზად იმ დაუსრულებელ დავებს ასახელებენ, რომელიც დაზარალებულებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის მიმდინარეობს.
ღონღაძის ცნობით, ზურაბიშვილი 1988 წელს ჩამოყალიბებული ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“ -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.
„ამხანაგობა მართვაში ჯერ „ცენტრ პოინტმა, ხოლო შემდეგ „დექსუსმა“ გადაიბარა. დამფუძნებლების უმრავლესობა სწორედ ამ კომპანიების უკანონო ქმედების მსხვერპლი გახდა“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ღონღაძემ.

















