ყოველდღიურობა სავსეა გაუთვალისწინებელი შემთხვევებით, რაც ხარჯთან არის დაკავშირებული.
დაბალი შემოსავლის პირობებში კი რთულია ასეთ მოულოდნელ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება. სწორედ ამიტომ, მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს სხვადასხვა სახის სესხით.
როგორ უნდა ვმართოთ ფინანსები ისე, რომ არ დაგვჭირდეს სწრაფი სესხები ან როგორ უნდა მოვიქცეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს? მთავარია თანხის შენახვის ჩვევა გამოვიმუშავოთ. სასურველია გავხსნათ ანაბარი და ყოველთვიურად მცირე თანხა დავამატოთ. ასეთ შემთხვევაში ფული დაცული იქნება და მას საპროცენტო სარგებელიც დაერიცხება. ამასთან, მზად ვიქნებით მოულოდნელი ფინანსური პრობლემებისთვის და მათ მოგვარებას მარტივად შევძლებთ. შეგვიძლია უკვე დაგროვილი თანხის ინვესტირება მოვახდინოთ, თუმცა ამ შემთხვევაში წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ ყველა შესაძლო რისკი. მომხმარებელთა ნაწილი ჯერ კიდევ იყენებს ყულაბას ან თანხას სახლში ინახავს. უმჯობესია, ფულის შესაგროვებლად ანაბარი ავირჩიოთ, რადგან ის უფრო უსაფრთხოა და სარგებელიც ერიცხება. თუკი ფულის დაზოგვა თქვენგან შორს არის, ვერ ახერხებთ შეგროვებას და ფინანსური პრობლემაც ხშირად გექმნებათ, არსებობს უპროცენტო სესხები, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი სერვისია.
უპროცენტო სესხი მომხმარებლისთვის ხელსაყრელი პირობით გაიცემა, რადგან ის აბრუნებს იგივე რაოდენობის თანხას, რაც თავიდან ისესხა კრედიტორისგან, ყოველგვარი ზედმეტი საკომისიოს და დამატებითი გადასახადის გარეშე. მაგალითად; თუ კლიენტმა ისესხა 200 ლარი, გადახდის ვადის ბოლოს ზუსტად 200 ლარი უნდა დააბრუნოს. სესხი 0%-ში მხოლოდ ახალი მომხმარებლებისთვის გაიცემა. კომპანიის მუდმივ კლიენტებს არ აქვთ შესაძლებლობა უპროცენტოდ ისარგებლონ, თუმცა კრედიტორებს ხშირად აქვთ სხვადასხვა შეთავაზებები ლოიალური მომხმარებლებისთვის, რაც თანხის აღებას ნაკლებ პროცენტში გულისხმობს. სესხის აღება გაზრდილი ლიმიტით და კლებადი საკომისიოთი ასევე ხელსაყრელი შეთავაზებაა. უპროცენტო სესხის დასაფარად ერთი თვეა განკუთვნილი. თუ მსესხებელი ამ დროში ვერ დაფარვას თანხას და ისარგებლებს გადავადებით, ის უპროცენტოდ ვეღარ ისარგებლებს და საკომისიოს გადახდა მოუწევს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობით სესხება, რაც გულისხმობს ყველა შესაძლო ხარჯისა და რისკის თავიდან გათვალისწინებას.
ონლაინ სესხები ხელსაყრელია მოკლევადიანი ფინანსური პრობლემის დროს. მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელი საჭიროა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს; იყოს საქართველოს მოქალაქე, სრულწლოვანი, ქონდეს საბანკო ბარათი. თუ მსესხებელს არ აქვს დადებითი საკრედიტო ისტორია და არ აქვს შემოსავალი, კომპანიას შეუძლია უარი უთხრას სესხის გაცემაზე. კრედიტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს შეეძლოს თანხის დაბრუნება. ამით თავადაც აირიდებს რიკს, ხოლო კლიენტს დამატებით არ შეექმნება პრობლემა. სწრაფი სესხი მოკლე დროში გაიცემა, თანხის მიღების სიმარტივისა და მოქნილი სერვისის გამო სულ უფრო მეტი მომხმარებელი ირჩევს ამ მომსახურებას. სწრაფი სესხის საშუალებით კლიენტი ზოგავს დროს და საჭირო დაფინანსებას ნებისმიერი ადგილიდან, მარტივად იღებს. ტრადიციულ საბანკო სესხებს ასეთი მოქნილი პირობა არ აქვთ. ხშირ შემთხვევაში თანხის მისაღებად ფილიალში მისვლა და დოკუმენტების; დასაქმების ცნობის, საბანკო ამონაწერის, უძრავი ქონების ამონაწერის წარდგენაა საჭირო, რაც კლიენტისგან მეტ დროს მოითხოვს. გამარტივებული პროცედურითა და სისწრაფით ონლაინ სესხების მომსახურება კომფორტულია.
სესხები ონლაინ ბევრ კომპანიაში გაიცემა. სწორი არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია თითოეული მათგანის შემოთავაზების გაცნობა, პირობების ერთმანეთთან შედარება და გადაწყვეტილების ამის შემდეგ მიღება. კომპანიების პირობების გაცნობა დროსთან არის დაკავშირებული, რადგან აუცილებელია მათ ვებგვერდზე შესვლა, ხელშეკრულების მოძებნა, პირობების და პროცენტის გამოთვლა. ამას კი მომხმარებლები ხშირად არ აკეთებენ, იღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და ხშირად მაღალ პროცენტიან სესხსაც კი მიმართავენ, მაშინ როცა ბაზარზე უპროცენტო სესხებიც გაიცემა და თანხის აღება უკეთესი პირობით არის შესაძლებელი.
Onlinesesxebi24-ის დახმარებით თქვენი არჩევანი სწორი იქნება. ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ ერთი განაცხადის შევსებით რამოდენიმე კომპანიას დაუკავშირდეთ და საუკეთესო პირობის სესხი თავად აარჩიოთ. Onlinesesxebi24.ge სანდო და გამოცდილ კომპანიებთან თანამშრომლობს. ხოლო მომხმარებელთა კონფიდენციალობა დაცულია. ვებგვერდის დახმარებით თანხის დაზოგვა გარანტირებულია, რადგან ბევრი შეთავაზებიდან ირჩევთ საუკეთესოს. სანდო ფინანსური პარტნიორის დახმარებით კომფორტული სერვისისა და პირობის მიღება უკვე ხელმისაწვდომია. მიიღეთ საჭირო თანხა უმოკლეს დროში და მარტივად მოაგვარეთ ფინანსური პრობლემა. თანხის მიღება ნებისმიერი ადგილიდან, სწრაფად, ხანგძლივი პროცედურების გარეშე სრულიად რეალურია. გააკეთეთ გონივრული არჩევანი და დაზოგეთ ხარჯები.

















