საქართველოსა და მსოფლიოს 81 ქვეყანაში დღეს 112-ის დღე აღინიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია, გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა.
შს სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა სპეციალურად ამ დღისთვის, გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის კვირეული გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია განახორციელა.
„მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ „112“ მთელი საქართველოს მასშტაბით, გადაუდებელ შემთხვევებთან დაკავშირებით 24 საათის განმავლობაში იღებს შეტყობინებებს.
„112“-ის დაარსებიდან დღემდე, არამიზნობრივი ზარები 1 351 087-ით შემცირდა, რისთვისაც „112“-მა მოქალაქეებს გააზრებული ქმედებისთვის მადლობა გადაუხადა“-აცხადებენ უწყებაში.

















