ხელვაჩაურში, ხიხანის ქუჩის მოსახლეობამ ბათუმი-ახალციხის მიმართულებით მაღალი ძაბვის
ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა გააპროტესტა.
აქციის მონაწილეებმა სამუშაოების შეჩერების მიზნით, გზის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც პოლიციასთან დაპირისპირებაც მოხდა.
მოსახლეობის თქმით, ხელისუფლება მათ საკუთრებაშია შეჭრილი.
„მოვიდნენ, კერძო მიწებზე შეიჭრნენ და მუშაობა დაიწყეს. არ არის უსაფთხოების ზომები მიღებული. ანძასთან, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს ერთ მეტროში სახლია, ოჯახი კი სახლიდან არ არის გასახლებული. მშენებლობის დროს ანძა რომ წაიქცეს ყველა ოჯახს დააზიანებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მთავრობამ კომპენსაციის სახით კუთვნილი საბაზრო ღირებულება აგვინაზღაუროს“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მათივე თქმით, პროტესტი მანამ გასტანს, სანამ „სამართალი არ იქნება და სანამ ყურადღების ღირსად არ ჩათვლიან“.

















