გურჯაანში, ბესიკის ქუჩის მოსახლეობამ დაგეგმილი ავტობანის მშენებლობასთან
დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, გზის მშენებლობის შემთხვევაში ისედაც ამორტიზირებული სახლები დაინგრევა და მოსახლეობა ღია ცის ქვეშ დარჩება.
„ავტობანზე მძიმე სატვირთო მანქანების გავლისას საფრთხე შეიქმნება და ისედაც ამორტიზებული სახლები დაინგრევა. ხალხი ავტომანქანების მოძრაობით შევწუხდებით. ძალიან დიდი ხმური, გამონაბოლქვი და მტვერი იქნება, რის გამოც მოსახლეობა ვეღარ შეძლებს აქ ცხოვრებას“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
როგორც მოასახლეობა აცხადებს, გზის მშენებლობა მათთან შეუთანხმებლად იწყება.
ისინი ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგნლებთან ითხოვენ.
ბაკურციხე-თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

















