კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ნაწილს ხვალ
ელექტროენერგია არ მიეწოდება.
შეზღუდვა შეეხება, კერძოდ:
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაკელიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაქტიონ ტაბიძის და ლეონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

















