logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ხვალ დავითობაა
ხვალ დავითობაა
20:36 07.02.2017
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ხვალ, (ახალი სტილით 8 იანვარს) წმინდა დავით მეფე აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დავითი მეფობდა საქართველოში XI საუკუნეში . თავისი ბავშვობის დროს დავითი გახდა მოწამე და მხილველი საქართველოს საშინელი უბედურებისა. ჩვენს ქვეყანას შემოესია ოსმალები, ანუ თურქები. გადაწვეს ქალაქები და ბევრი ადამიანი დახოცეს. საქართველო თითქმის გავერანდა. პატარა, ექვსი წლის დავითმა ძლივს გაასწრო ქუთაისიდან რაჭისკენ, როცა ოსმალები თავს დაესხნენ ამ ქალაქს და ცეცხლი წაუკიდეს.
დატანჯულ ხალხს დიდი იმედი ჰქონდა დავითისა. დავითი სამაგალითოდ აღიზარდა. თექვსმეტი წლისა მეფედ აკურთხეს.იგი ყველას აოცებდა თავისი ახოვანებით, ჭკუით და საარაკო მხნეობით.
უპირველეს ყოვლისა, მეფე დავითი შეუდგა ოსმალების თავიდან მოშორებას. დავითმა სნეულთათვის დიდ სოფლებში თავისი ხარჯით გამართა სახალხო სამკურნალოები – ლაზარეთები.
დავითი იყო მეტად ღვთისმოყვარე გვირგვინოსანი: აშენებდა ეკლესიებს, ხშირად დადიოდა წირვა-ლოცვაზე და მის მოწყალებას საზღვარი არ ჰქონდა.
დავითმა მღვდელი გაათავისუფლა მონობისაგან, მიანიჭა დამოუკიდებლობა და უფლება ეპისკოპოსად კურთხევისა. განიკვეთნენ უღირსი სასულიერო პირები და მათ ადგილას ღირსეულნი დადგინდნენ.
დავითმა საქართველო კიდევ უფრო იმით გააძლიერა, რომ განათლებას ფართო გზა გაუხსნა. მან დააარსა მრავალი სასწავლებელი: დაბალი, საშუალო და მაღალი. ხალხს შვილები მიჰყავდა ამ სკოლებში და ეწაფებოდა განათლებას. დავითი ყოველ წელიწადს უნიჭიერეს კურსდამთავრებულ ყმაწვილებს სახელმწიფო ხარჯით უმაღლესი განათლების მისაღებად საბერძნეთში გზავნიდა. თვითონ დავით მეფე უჩვენებდა ხალხს ჩინებულ მაგალითს სწავლის სიყვარულისა: ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა წიგნებისა და კითხულობდა ყოველთვის, როცა კი სამეფო საქმეებისაგან მოიცლიდა. ლაშქრობისა და ნადირობის დროსაც თან დაჰქონდა წიგნები საკითხავად.
როცა ქვეყანამ ძალ-ღონე მოიკრიფა, დავითმა შეადგინა დიდი ჯარი და ხარკი აღარ მისცა ოსმალებს. ისენი სალაშქროდ გამოეშურნენ საქართველოსკენ; მაგრამ დავითი მათ საზღვარზე მიეგება და საშინლად დაამარცხა. გაქცეულ მტერს უკან დაედევნა და სულ გაანადგურა. ათჯერ კიდევ სცადეს ოსმალებმა ბედი, მაგრამ ყველა ომი მათი დამარცხებით და გაქცევით მთავრდებოდა.
დავითმა მთლიანად გაათავისუფლა საქართველო ოსმალებისაგან, მაგრამ მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა. ოსმალები გარეკა სომხეთიდანაც და მათი მონობისაგან გაათავისუფლა სომეხთა დედაქალაქი ანისი, სადაც დანიშნა მთავარმართებლად ჩინებული ქართველი მოღვაწე. აგრეთვე განდევნა ოსმალები ყველა მახლობელი ქვეყნიდან. შავი ზღვიდან დაწყებული კასპიის ზღვამდე ოსმალების აღარსად იყვნენ და ყველა ხალხმა შვება იგრძნო. ამიერკავკასიის მადლიერმა ხალხებმა დავითი აღიარეს მეფეთა მეფედ და ნებაყოფლობით ყოველწლიურ ხარკს აძლევდნენ.
დავითი ყველას ხიბლავდა თავისი კაცთმოყვარეობით; შესისხლხორცებული ჰქონდა სახარების სწავლა, გამსჭვალული იყო მოყვასის გულწრფელი და მხურვალე სიყვარულით, მუდამ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავდა და საკუთარი თავი დავიწყებული ჰქონდა. ამასთან, მეტად უყვარდა ღვთის მსახურება. ამის გამო დავითი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდათა თანა შერაცხა.
დავითი დამარხულია დიდებულ გელათის მონასტერში, რომელიც თვითონვე ააგო ქალაქ ქუთაისის ახლოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა