logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
 107-ე ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
107-ე ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
18:05 07.02.2017
N107-ე საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ საჯარო ბაღებიდან, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ შენობა არ იყო ავარიული, მისი შიდა ინფრასტრუქტურა უმძიმეს მდგომარეობაში იყო და ჰიგიენის, სანიტარიისა და უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ შენობა მჭიდროდ დასახლებულ უბანში, გლდანის მე-6 მიკრო-რაიონში მდებარეობს და საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, იქ სააღმზრდელო პროცესი მაინც მიმდინარეობდა.

შენობის სრული რემონტი გასულ ზაფხულს დაიწყო და სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა ბაღის ფასადი, მოეწყო ღობე, განახლდა შიდა ინტერიერი, სამზარეულო და სველი წერტილები. ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა; ყველა სააღმზრდელო ოთახში დამონტაჟდა სამეთვალყურეო ვიდეო-კამერები. ბაღში მოეწყო ფსიქოლოგის, სპეც-პედაგოგისა და ექთნის ოთახები.

სარემონტო სამუშაოების შედეგად, ამოქმედდა ავარიული მდგომარეობის გამო დახურული 3 ჯგუფი, რის შედეგადაც ბაღის მომსახურება დამატებით 120-მდე ბავშვმა მიიღო, ასევე შეიმინა შენობის ღია შესასვლელი, სადაც ღონისძიებების გასამართი სივრცე მოეწყო. დღესდღეობით, N107-ე საჯარო ბაგა-ბაღი 470 აღსაზრდელს ემსახურება. დასრულებული სამუშაოები საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მოადგილესთან, ნინო ბურძენიძესთან ერთად დაათვალიერა და სააღმზრდელო პროცესსაც გაეცნო.

„ახალი ბაღების მშენებლობის პარალელურად, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძველი ბაღების რეაბილიტაციასაც ინტენსიურად ახორციელებს. ამ ბაღში სააღმზრდელო პროცესის წარმართვა არ შეიძლებოდა, რადგან მდგომარეობა იყო უმძიმესი. ჩატარდა ძალიან მასშტაბური სამუშაოები და შემიძლია ვთქვა, რომ 107-ე ბაგა-ბაღი, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა“ - განაცხადა თემურ თორდინავამ.

ახალი ბაღების მშენებლობის პარალელურად, ძველი ბაღების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია 2017 წელსაც გაგრძელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა