დედაქალაქში წუხანდელი ძლიერი ნალექის გამო გმირთა მოედნის სამანქანო გვირაბი დაიტბორა.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და დაახლოებით 40 წუთში წყლის ამოტუმბვა მოხერხდა.
მაშველებმა გვირაბში ჩარჩენილი ერთი ავტომობილი გამოიყვანეს.
გიორგაძის ინფორმაციით, სხვა გამოძახება ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმის გამო არ დაფიქსირებულა.

















