ენერგოქსელში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ნაძალადევისა და დიდუბის რაიონების ნაწილს, მათ შორის, აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირებს, ბაქოს, წინამძღვრიშვილისა და ცაბაძის ქუჩის აბონენტებს, ასევე ისანი-სამგორის რაიონის რიგ ქუჩას.
ამავე დროს შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის 3-ის ა მიკრორაიონს, ვარკეთილის მასივის I კვარტლის, ლილოს დასახლებისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ვაზისუბნის V მიკრორაიონის, შანდორ პეტეფის, გუმბრისა და რაზიკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, ასევე, საბურთალოს რაიონის ნაწილს, კერძოდ, პეკინის გამზირის, ბალანჩივაძის, დოლიძისა და ლიხაურის ქუჩების აბონენტებს.
ამავე საათებში ელექტრომომარაგება შეუწყდება დიდი დიღმის III მ/რაიონისა და ნუცუბიძის IV მ/რაიონის მაცხოვრებლებს და ვაკის ნაწილს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება გლდანის რაიონის ნაწილსაც შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება მუხიანის IVბ მ/რაიონისა და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

















