კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ფოლადის წყალსადენის
მაგისტრალური ქსელის დაზიანების გამო დღეს, 18:15 საათიდან ხვალ დილის 09:00 საათამდე ისნისა და სამგორის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება, კერძოდ:
ისნის რაიონი
ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელის ქუჩებს და შესახვევებს; ქინძმარაულის II შესახვევს; სამრეწველოს დასახლების I და II ქუჩებს; ციხისძირის, ნარგიზის, თეთრი წყაროს, დიდგორის, დოდაშვილის, მანავის, ბოლნისის, წულუკიძის და მიმდებარე ქუჩებს.
სამგორის რაიონი
მოსკოვის გამზირს; ნაკადულის, ოცხელების და იუნკერების ქუჩებს.

















