თბილისის ზოგიერთ უბანს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ხვალ, 2 თებერვალს
ელექტროენერგია დროებით არ მიეწოდება.
შეზღუდვა შეეხება კერძოდ:
დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

















