logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
უწყებათაშორისი კომისია ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს
უწყებათაშორისი კომისია ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს
19:11 20.06.2012
უწყებათაშორისმა კომისიამ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ რუსთავის მერიის მიერ ქალაქის გარეუბნებსა და სოფელ სამგორში  სოციალურად დაუცველი 420 ოჯახისთვის კარტოფილის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტი შეისწავლა და ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა.
კომისია რეკომენდაციას აძლევს ფინანსთა სამინისტროს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს სამინისტროს მიერ ჩამორთმეული უკანონო ქონების სოციალური მიზნებისთვის განკარგვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით და საჭიროების შემთხვევაში, ამ კატეგორიის ქონება სოციალური მიზნებისთვის მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ასევე, ბავშვთა სახლებსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში შემავალ სხვა დაწესებულებებს გადასცეს.
უწყებათაშორისი კომისიის ინფორმაციით, საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ რუსთავის მერიას უსასყიდლოდ გადასცა კარტოფილი, რომელიც საბიუჯეტო დავალიანების გამო ერთ-ერთ ორგანიზაციას ჩამოერთვა. თავის მხრივ, რუსთავის მერიამ ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული პროდუქტი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგა. ამდენად, კომიისვე ინფორმაციით, აღნიშნული სოციალური აქცია არც სახელმწიფო და არც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიზნობრივი თანხების გამოყოფას არ უკავშირდება.
როგორც აღნიშნულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტრო ჩამორთმეული უკანონო ქონებით, მათ შორის, მალფუჭებადი პროდუქტით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფას ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით ადრეც ახორციელებდა.
„ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ,,სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის’’ 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ახორციელებს. კანონის თანახმად, „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება შეიძლება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გადაეცეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ასევე სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება, სახეობის გათვალისწინებით, შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სოციალური მიზნებისთვის“- ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა