ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში ხვალ სტუდია „მონიტორის“ მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება.
გამოძიებაში საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებიდან რამდენიმე ათეული პედაგოგის გათავისუფლების შესახებაა მოთხრობილი.
სტუდია „მონიტორმა“ ათამდე გათავისუფლებული პედაგოგის საქმე შეისწავლა და გამოარკვია, რომ პედაგოგები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კანონის დარღვევით არიან სამსახურებიდან გათავისუფლებული.
ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე, მოცემულია 2005 წელს დაწყებული განათლების რეფორმის სახეცვლილება.

















