logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
სოზარ სუბარი გორში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
სოზარ სუბარი გორში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
16:29 30.01.2017
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, გორში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გორში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშოები მოინახულეს და დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს.
2017 წელს გორში ბინა 509 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი ე.წ. „ტურბაზისა“ და სასტუმრო „ქართლის“ ჩასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს სამინისტროში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი რეფორმის შესახებ ესაუბრა.

მინისტრმა დევნილებს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში“ შესატანი ცვლილებებიც გააცნო. მინისტრის N320 ბრძანებაში კრიტერიუმების ცვლილების შედეგად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი კიდევ უფრო სამართლიანი და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდება.

უწყების ცნობითვე, ცვლილებების თანახმად, დევნილ ოჯახს რომელსაც ორი არასრულწლოვანი წევრი ჰყავს 1ქულა, სამ არასრულწლოვან წევრზე 2 ქულა, ოთხ არასრულწლოვან წევრზე სამი ქულა, ხოლო ყოველი მომდევნო არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში დამატებით 0,5 ქულა მიენიჭება. ამ დრომდე, დევნილ ოჯახს 1 ქულა ენიჭებოდა იმ შემთხვევაში თუ ოჯახში სამი არასრულწლოვანი წევრი იყო, ხოლო ყოველ მომდევნო არასრულწლოვან წევრზე დამატებით მხოლოდ 0,5 ქულა.

კრიტერიუმებში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ოჯახი რომლის წევრიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომის ვეტერანი იყო და გარდაეცვალა 1,5 ქულას მიიღებს. ამ დრომდე, ასეთი კრიტერიუმი არ არსებობდა.

დევნილი ოჯახი, რომლის წევრიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში გარდაიცვალა და ეროვნული გმირის ორდენი აქვს მინიჭებული 2 ქულის ნაცვლად 3 ქულას მიიღებს. ასევე, ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა.

ასევე, ოჯახი, რომლის წევრიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლის ვეტერანია და ეროვნული გმირის ორდენი აქვს მინიჭებული 2 ქულის ნაცვლად 3 ქულას მიიღებს. ასევე ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა.

დევნილი ოჯახს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და „სოფლად სახლის შესყიდვის“ პროექტის ფარგლებში, შეავსებს განაცხადს დამატებით 2,5 ქულა მიენიჭება. დევნილ ოჯახს შესაძლებლობა აქვს საცხოვრებელი სახლი, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს.

გარდა ამისა, 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს, 2 ქულის ნაცვლად, 2,5 ქულა მიენიჭება, თუ იგი განაცხადს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შეავსებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა