თბილისის მერი გიგი უგულავა ქვემო კალაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ქალაქში მიმდინარე პროექტებზე გაესაუბრა.
ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ქვემო კალაზე სამღებროს, ირგვლივისა და საადის ქუჩებზე მდებარე სახლების რეაბილიტაცია 2011 წლიდან მიმდინარეობს.
აღნიშნულ ქუჩებზე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 11 სახლს, რესტავრირებული იქნა ფასადები და მოეწყო საფეხმავლო გასასვლელები. მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა, როგორც მაგისტრალური, ასევე განშტოების კომუნიკაციები.
ქვემო კალაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

















