მტკვარმა დღეს 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს.
სამსახურის წარმომადგენელთა განმარტებით, ცხედარი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მახლობლად იქნა დაფიქსირებული. გარდაცვლილის ვინაობა ჯერ უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს ყელის არეში ჭრილობა აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ. გვამი პროზექტურაშია გადასვენებული.

















